GE

0 ხმა
თქვენს საიტზე ვნახეთ რამდენიმე სტატია მაღალმთიანი სტატუსის მქონე სკოლებში დასაქმებულ მასწავლებლებისათვის 142 ლარის მომატების შესახებ მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებლებთან ერთად. ეს განცხადება მინისტრს გაუკეთებია და მის ბრძანებაშიც სწორედ ასეა ნათქვამი. ასეთი განაცხადი მინისტრისგან ტელევიზიითაც რამდენჯერმე მოვისმინეთ. მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებლებს უკვე მოემატა სტატუსის დანამატი, თუმცა მთაში დასაქმებულ მასწავლებელთა ხელფასზე დანამატი არ ჩარიცხულა. იქნებ გაგვარკვიოთ, რაშია საქმე? გმადლობთ.

1 პასუხი

გამარჯობა,

ეს დანამატი ეხებათ იმ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მაღალმთიანის სტატუსის მქონე სკოლაში. აქ საუბარი არ არის მასწავლებელზე, რომელიც ცხოვრობს მაღალმთიან რაიონში, თუმცა ასწავლის ბარში. დარიცხვების დაგვიანების საკითხებზე უნდა მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

პასუხი Jan 27, 2017 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები