გამარჯობა,
გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, რომ წელს შარშანდელის მსგავსად იქნება. მისაღებ გამოცდაზე ტესტირება უკვე ნაწილობრივ ელექტრონული ფორმით ტარდება, თუმცა გასულ წელს ასეთი პრონციპი, რომ მისი დასრულების შემდეგ ქულა დაეწერა ასე არ იყო. პასუხების ფურცელი ისევ ცალკეა და მასზე გადაგაქვთ ინფორმაცია. შემდეგ სკანერით მოწმდება და შემდეგ იგებთ თქვენ ქულას. დასრულების შემდეგ ქულის გაგების პრინციპი სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზეა, როდესაც ასრულებთ კითხვებზე პასუხების გაცემას კომპიუტერი გიწერთ მიღებულ ქულას. როგორც გამოცდების ცენტრში თქვეს, თუ რაიმე ცვლილება კიდევ იქნება ინფორმაცია აუცილებლად გეცნობებათ.
თემები
- ყველა კატეგორია
-
ეროვნული გამოცდები
700
- არჩევითი საგნები 322
- სავალდებული საგნები 63
- საგამოცდო პრობლემები 65
- პროცედურები 127
- სამაგისტრო გამოცდა 36
- შედეგები 85
-
სასკოლო გამოცდები
365
- წინასაგამოცდო საკითხები 310
- საგამოცდო საჩივარი 10
- ქულები 44
-
სტუდენტური საკითხები
219
- მობილობა 74
- პირველკურსელებისთვის 23
- სხვა კითხვები 119