GE

0 ხმა
ვთქვათ მოქალაექმ მოიხადა თავის მხედრული ვალი და ემსახურა საქართველოს 1 წლის განმავლობაში. ასეთ მოქალაქეს უფინანსებს თუ არა სწავლას სახელმწიფო? და სად შეიძლა ამ თემაზე დეტალური ინფორმაციის მიღება?

1 პასუხი

გამარჯობა ნიკოლოზ,

სამხედრო ვალის მოხდა არ არის კავშირში საგრანტო დაფინანსებასთან, თქვენც იგივე კონკურსს გადიხართ, როგორც ყველა სხვა აბიტურიენტი. ასევე, არსებობს უფასო ფაკულტეტები, რომელზე მოხვედრის შრმთხვევაშიც თქვენ მიიღებთ სახელმწიფოს სრულ დაფინანსებას, თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვეულებრივად გადიხართ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. იხილეთ ქვემოთ მომცემული ლინკები:

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტები

უფასო ფაკულტეტებზე არსებული ადგილების რაოდენობა და დაფინანსების წესი

პასუხი Jun 25, 2015 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 სექტემბერის №866 ბრძანებულების საფუძველზე სტუდენტები, რომლებიც 2012-2013 და შემდგომი სასწავლო წლებისთვის ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, ჩაირიცხებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვებენ ან/და ნაწილობრივ მოიპოვებენ სახელმწიფო სასწავლო გრანტს და საკუთარი სურვილით აიღებენ ვალდებულებას თორმეტი თვის ვადით გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, უზრუნველყოფილი იქნებიან სახელმწიფო დაფინანსებით ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობით.
ეს ინფორმაცის ვნახე ინტერნეტში და გადამოწმება მინდოდა.... თავდაცვის სამინისტროს საიტზე იდო. ანუ მცდარი ინფორმაციაა?

მსგავსი კითხვები