GE

0 ხმა
გამარჯობა!

როდის უნდა მოუვიდეთ მასწავლებლებს შეტყობინება და სად, რა ფორმით, თუ რა ადგილზე, რომელ საათზე და ა. შ.. გაივლიან გამოცდას? ჯერ–ჯერობით პირად იმეილებზე არ მოსულა შეტყობინებები. მადლობა პასუხისთვის

1 პასუხი

გამარჯობა,

შეტყობინება არა, საგამოცდო ბარათი გაქვთ თქვენ გვერდზე, სადაც რეგისტრაცია გაიარეთ იქ უნდა შეხვიდეთ იმ მეილის მეშვეობით რომლითაც გამოცდისთვის დარეგისტრირდით. შემდეგ კი:

რაც შეეხება ბარათის ამობეჭდვის პროცედურას:

საგამოცდო ბარათებს აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მასწავლებლები ან მასწავლებლობის მსურველები, თავიანთი პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან (გვერდი, სადაც აპლიკანტი ირჩევს გამოცდებს, ნახულობს შედეგებს) თავად ამობეჭდავენ.

პ რ ო ც ე დ უ რ ა

აპლიკანტი ნებისმიერი ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერის გამოყენებით, რომელიც, თავის მხრივ უერთდება პრინტერს, შედის მის პირად გვერდზე, რომელიც მას გამოცდაზე რეგისტრაციის შემდეგ მიენიჭა. აღნიშნულ გვერდზე მას უჩნდება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის ნიშანი/ფუნქცია და მასზე დაკლიკებით ბეჭდავს ბარათს. ამობეჭდილ ფურცელზე დატანილი ინფორმაცია უნდა ჩანდეს გარკვევით და იკითხებოდეს უპრობლემოდ.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია სასურველი რაოდენობით, არაერთხელ, რაც აპლიკანტს აარიდებს ისეთ პრობლემას როგორიცაა ბარათის დაკარგვა ან დაზიანება. ეს არ იქნება პატარა ბარათი, არამედ  A4 ფორმატის ფურცელი. რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია საგამოცდო ცენტრების ადგილმდებარეობის და ნომრის შესახებ, თითოეული გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო. ასევე იმ მარშრუტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც აპლიკანტების ცენტრამდე გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

პასუხი Jul 11, 2017 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები