GE

0 ხმა
მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდა წელს ზაფხულში ჩატარდა, თუ გაქვთ ინფორმაცია როდის იგეგმება შემდეგი გამოცდის ჩატარება?

1 პასუხი

გამარჯობა,

გამოცდების ცენტრის თქმით, ამ გადაწყვეტილებას გნათლების სამინისტრო იღებს და შესაძლოა მომავალ ზაფხულამდეც ჩატარდეს.

განათლების სამინისტრო კი პასუხს ვერ იძლევა და ამბობს, რომ ამისათვის შესაბამისი ბრძანება იქმნება და წინასწარ არ იციან იქნება თუ არა მაგალითად ამავე წლის ზამთარშიც გამოცდა. ასევე შეგახსენებთ, რომ მინისტრმა ჯეჯელავამ ზამთარში გამოცდის ჩატარება ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გააუქმა. სამინისტრო ამ წუთას მხოლოდ იმას ამბობს, რომ დეკემბრის ბოლომდე გამოცდა არ ჩატარდება და თუ ჩატარდება ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება.

მასწავლებლის სახლში კი ასე გვიპასუხეს:

"ამ ეტაპზე ზამთრის სესიის დაბრუნების თაობაზე სქემაში ცვლილებები არ იგეგმება. გამოცდებისა და შეფასების ცენტრი სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა, მათი და სამინისტროს ინიციატივით კომპეტენციების დადასტურება მხოლოდ ზაფხულში ტარდება. თუ მოგვმართავენ, ცვლილებების პაკეტს სიამოვნებით დავამატებთ აღნიშნულ საკითხს"

პასუხი Sep 8, 2017 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)
რედაქტირებულია Sep 11, 2017 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები