გამარჯობა,
გამოცდაზე გასვლა რა თქმა უნდა შეგიძლიათ, მაგრამ როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, დიპლომში უნდა გეწეროთ დაწყებითების მასწავლებელი იმისათვის, რომ მიიღოთ უფლება მასწავლებლობის. ამასთან, ამ ეტაპზე ერთწლიანი სახელმწიფო პროგრამა მასწავლებელთა გადამზადებისა, რომლითაც სხვა პროფესიის დიპლომის მქონეებს შეუძლიათ სარგებლობა დაწყებითების მიმართულებით არ არის არც ერთ უმაღლესში და შესაბამისად გამოცდას თუ ჩააბარებთ ეს არ იქნება იმის განმსაზღვრელი, რომ თქვენ მოგენიჭებათ მასწავლებლობის უფლება.