GE

0 ხმა
ვარ სერტიფიცირებული1–4 კლასების მასწავლებელი ქართულში, მათემატიკასა და ბუნებაში. შიდა დაკვირვების დროს რომელ საგანში შეიძლება ჩავატარო და ერთს რომელშიც ჩავატარებ მეორეც იგივე საგანში უნდა ჩავატარო? ან ცალკე რესურსის შექმნა რომ მოვინდომო, ისიც იგივე საგნის უნდა იყოს?
იგივე კითხვით მივმართე მასწავლებელთა სახლს და მიპასუხეს, რომ შემიძლია სამოდელო გაკვეთილი ჩავატარო ქართულსა და მათემატიკაში(ვაპირებ წამყვანობისთვის ბრძოლას). აქ სხვანაირი პასუხია, ძალიან დავიბენი

1 პასუხი

გამარჯობა,

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განგვიმარტეს, თქვენ მიერ ჩამოთვლილ ნებისმიერ საგანში შეგიძლიათ ჩაატაროთ შიდა შეფასების გაკვეთილი, თუმცა, ორივე გაკვეთილი ერთ საგანში უნდა იყოს. რაც შეეხება დამატებითი აქტივობის შესახებ კითხვას, რესურსის შექმნას, რომელ საგანშიც გადაწყვეტთ იქ გიღიარდებათ დამატებითი კრედიტი, მთავარია ასწავლიდეთ ამ საგანს.

პასუხი Dec 11, 2017 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები