GE

–1 ხმა
გამარჯობა,

მაინტერესებს, რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის განაცხადი და რა შემთხვევაში არ განიხილება მისი შედეგები ჩარიცხვისას?

1 პასუხი

გამარჯობა,

აბიტურიენტის განაცხადი გაუქმდება ან ჩარიცხვებისას მისი შედეგები არ იქნება განხილული, თუ მან:

• დაწერა განცხადება და მოითხოვა განაცხადის გაუქმება (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის მოწმობის ასლი. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა აბიტურიენტს უკან ვეღარ დაუბრუნდება);

• შესაბამის წელს ვერ ჩააბარა სკოლის გამოსაშვები გამოცდები და ვერ მიიღო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი;

• 2018 წლის 20 ივნისამდე არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების ან მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი. აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ 20 აგვისტომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კონკურსში ვერ მიიღებენ მონაწილეობას და მათი შედეგები არ იქნება გათვალისწინებული ჩარიცხვებისას!
0 ხმა

პასუხი Mar 16, 2018 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები