GE

0 ხმა
არის თუ არა გათვალისწინებული 2018 წლის ბიუჯეტში სპეცპედაგოგებისთვის ხელფასის მატება?

1 პასუხი

გამარჯობა,

როგორც მინისტრის მოადგილემ ცოტა ხნის წინ განგვიცხადა ამ მიმართულებით ცვლილებები დაწყებული და სავარაუდოდ შემდეგ უნდა განისაზღვროს ანაზღაურების საკითხიც:

„მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში სპეციალური მასწავლებლის განვითარება აქამდე არ იყო ინტეგრირებული. ცვლილებების შემდეგ ასახული იქნება სპეციალური მასწავლებლისგანვითარების გზაც.

სპეციალური მასწავლებლის განვითარების სქემა განსხვავდება, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მასწავლებლის პროფესიული ზრდის სქემისაგან, თუმცა ეს იქნება ერთი სქემა, რომელშიც იქნება ასახული როგორც მასწავლებლების, ასევე სპეციალური მასწავლებლების განვითარების შესაძლებლობები, მათი მხრიდან კრედიტების მიღების შესაძლებლობები და დადასტურების საშუალებები.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში შედის ცვლილებები, სადაც განისაზღვრება სპეციალური მასწავლებლის პროფესია. ასევე ალტერნატიული გეგმების მნიშვნელობა და სხვადასხვა საკითხები, რომელიც ინკლუზიური განათლების დასარეგულირებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

პასუხი Mar 30, 2018 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები