გამარჯობა,
მასწავლებლის სახლში განგვიმარტეს შემდეგი: როდესაც დღეს ადამიანი იწყებს სკოლაში მუშაობას, მან უნდა დააკმაყოფილოს ორი მოთხოვნა, პირველი - ჩააბაროს საგნობრივი გამოცდა, თუ მასწავლებელს აქვს დიპლომში მასწავლებლის კვალიფიკაცია, მეტი არაფერი არ სჭირდება და სკოლაში ის იწყებს მუშაობას უფროს მასწავლებლად.
უფროსი მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდას არ აბარებენ. თუ მასწავლებელას არ აქვს კვალიფიკაცია, მან უნდა გაიაროს 60 კრედიტიანი პროგრამა, მასწავლებლის მომზადების, რომელიც უფასოა მათთვის ვინც გამოცდას წარმატებით ჩააბარებს და გამოცდა ამ პროგრამაში ჩაბარების წინაპირობაა, შესაბამისად ისინიც რომ დაამთავრებენ ამ პროგრამას მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და ისინიც აღარ ჩააბარებენ პროფესიული უნარების გამოცდას.
პროფესიული უნარების გამოცდა დარჩა მხოლოდ მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის.
ადამიანი, რომელის სკოლაში იწყებს მუშაობას იწყებს, მხოლოდ როგორც უფროსი მასწავლებელი და მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი აქვს, ვერ ჩააბარებს პროფესიულ გამოცდას. ეს გამოცდა მას არ სჭირდება.
თემები
- ყველა კატეგორია
-
ეროვნული გამოცდები
700
- არჩევითი საგნები 322
- სავალდებული საგნები 63
- საგამოცდო პრობლემები 65
- პროცედურები 127
- სამაგისტრო გამოცდა 36
- შედეგები 85
-
სასკოლო გამოცდები
365
- წინასაგამოცდო საკითხები 310
- საგამოცდო საჩივარი 10
- ქულები 44
-
სტუდენტური საკითხები
219
- მობილობა 74
- პირველკურსელებისთვის 23
- სხვა კითხვები 119