GE

0 ხმა
გამარჯობა, მაინტერესებს იგეგმება თუ არა მასწავლევლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის გაუქმება? 2018 წლის საგნის გამოცდები როდის იქნება? ახლა მეოთხე კურსზე ვარ და ვაპირებ პროფესიაში შესვლას, საგნის გამოცდა იგივე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდაა?

1 პასუხი

გამარჯობა,

როდესაც გექნებათ დიპლომი, დარეგისტრირდებით მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე როგორც მასწავლებლობის მსურველი. იმ საგანზე რეგისტრირდებით რომელშიც გსურთ იყოთ სერტიფიცირებული და კრიტერიუმების წარმატებით დაძლევის შემდეგ ხდებით სერტიფიცირებული. რაც შეეხება გამოცდებს 2018 წლისთვის უკვე დასრულებულია რეგისტრაცია და 2019 წელს გამოცხადდება კიდევ (სავარაუდოდ აპრილში). რაც შეეხება 60–კრედიტიან მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამას აქ აბარებთ საგნის გამოცდის ჩაბარების შემდეგ. კონკრეტულ უნივერსიტეტში შიდა გამოცდით და სწავლობთ, წარმატებით დასრულების შემთხვევაში ხდებით უფროსი მასწავლებელი. პროგრამა ამ ეტაპზე არსებობს, მათ შორის ფასიანიც და ასევე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებით. გაუქმების შესახებ ცნობა არ არის.

პასუხი May 18, 2018 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები