GE

0 ხმა
როდის არის  ბავშვის გადმოყვანა შესაძლებელი გადაყვანა ერთი სკოლიდან მეორეში? რამე ვადებია განსაზღვიარული?

1 პასუხი

გამარჯობა,

პირველიდან 16 სექტემბრის ჩათვლით მობილობა შეზღუდულია მაგრამ ახალი პირველკლასელებისთვის მობილობის პროცესი 17 სექტემბრიდან გაიხსნება, როდესაც სწავლა დაიწყება და ისინი მოსწავლეებად ჩაითვლებიან. ანუ 17 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელია მობილობის პროცესის განხორცილება, ოღონდ ერთ შემთხვევაში, თუ სასურველ სკოლაში, სადაც ბავშვის გადაყვანა უნდათ, არსებობს ვაკანტური ადგილი.

ასეთ შემთხვევაში, შემდეგი პროცედურებია: მშობელი მიდის სასურველ სკოლაში, წერს განცხადებას, შემედგომ მოსწავლის მიმღები სკოლა ელექტრონულ მოთხოვნას უგზავნის იმ სკოლას, სადაც ბავშვი რეგისტრირებულია, შემდგომ სკოლა უდასტურებს ამას, გამორიცხავს ბავშვს და საბოლოოდ სასურველ სკოლაში ირიცხება.

მობილობის პროცესში არის სამი ტიპის შეზღუდვა: I – პირველი სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით, II – მე-12 კლასის მეორე სემესტრის მიმდინარეობისას; III – სასწავლო წლის დასრულებამდე 30 დღით ადრე ყველასთვის. დანარჩენ შემთხვევაში ის ყველასთვის გახსნილია.

პასუხი Jun 29, 2018 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)
როგორ გავიგო სასურველ სკოლაში ადგილი აქვთ თუ არა არის რაიმე საიტი საიდანაც გავიგებ?

მსგავსი კითხვები