გამარჯობა,
თუ თქვენი ვარიანტი გამოცხადდება რთულად გამსვლელი ქულა იცვლება, ანუ ნაცვლად 24 ქულისა, გამსვლელი ხდება უფრო ნაკლები ქულა და გათანაბრების დროს პრიორიტეტული ხდებით. წელს მაგალითად ასეთი სურათია:
ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:
- 6 ივლისის პირველ სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით III ვარიანტი) – 24 ქულა და მეტი;
- 6 ივლისის მეორე სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით IV ვარიანტი) – 23 ქულა და მეტი;
- 7 ივლისის პირველ სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით I ვარიანტი) – 23 ქულა და მეტი;
- 7 ივლისის მეორე სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით II ვარიანტი) – 22 ქულა და მეტი.