GE

0 ხმა
როდის დაიდება მაგისტრატურის პასუხები? გრანტით დაფინანსება როგორ ხდება მაგისტრატურაზე, ანუ მინიმუმ რამდენპროცენტიანი ზღვარი უნდა გადალახოს, რომ დაფინანსება მიიღო? და კიდევ ოთხივე ნაწილის ჯამით ხდება თუ ცალცალკე?

1 პასუხი

გამარჯობა თამარ,

შედეგები გამოქვეყნდება აგვისტოს პირველ ნახევარში ეტაპობრივად სხვა გამოცდების შედეგებთან ერთად, რაც შეეხება ზღვარს და სხვა დეტალებს იხილეთ საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევი

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამაგისტრო გამოცდის ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე წერეთლის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება. წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის შედეგები კი აგვისტოს შუა რიცხვებამდე გახდება ცნობილი.

„სწორდება მხოლოდ ანალიტიკური წერის ნაწილი. რაც შეეხება დანარჩენ სამ ნაწილს, მხოლოდ შემოსახაზია და სწრაფად გასწორდება, მაგრამ ანალიტიკური წერის ნაწილს დაალოებით 25 დღე დასჭირდება.  60-მდე გამსწორებელი გვყავს“, – განაცხადა წერეთელმა.

რაც შეეხება გრანტის შესახებ ინფორმაციას, ეს გვიან გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც მაგისტრობის მსურველები მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბარებენ მისაღებ გამოცდას.

როგორც ცნობილია, მაგისტრატურა მხოლოდ 100%-ანი გრანტით ფინანსდება. ივანე წერეთლის თქმით, 2 მილიონი ლარია მთავრობისგან გამოყოფილი, აქედან მილიონ 800 ათასი მაგისტრანტების დასაფინანსებლადაა, დანარჩენი 200 000 ბაკალავრებისთვის გრანტის გასაუმჯობესებლად დაიხარჯება.

„1 800 000 ლარი 800-მდე მაგისტრანტს ეყოფა. ეს საკმაოდ დიდი ციფრია. სახელმწიფო მხოლოდ 2250 ლარით წელიწადში დააფინასებს მათ“, – აღნიშნა ივანე წერეთელმა.

პასუხი Jul 29, 2015 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები