GE

0 ხმა
მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, რომ გრანტი სხვა დამატებითი საგნით ავიღო და ფაკულტეტზე სხვა დამატებითი საგნით მოვხვდე, ანუ გრანტი არის თუ არა სრულიად დამოუკიდებელი იმზე თუ რა ფაკულტეტზე ხვდები და რომელი საგნით? როცა ორ დამატებით საგანს აბარებ.

1 პასუხი

გამარჯობა,

როგორც გამოცდების ცენტრში გვითხრეს, შესაძლებელია გრანტი ერთი არჩევითი საგნის ქულებით აიღოთ, თუმცა უმაღლესში ჩაირიცხოთ მეორე საგნის ქულით, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში ხდება თუ თქვენ მიერ ჩაბარებული ორივე არჩევითი საგნით ხდება მიღება თქვენ მიერ არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. თუ უმაღლესი მხოლოდ ერთი არჩევითი საგნით იღებს აბიტურიენტს და თქვენ ამ საგანში (გამოცდებში) ვერ დააგროვეთ გრანტისთვის საკმარისი ქულები, თუმცა ჩაირიცხეთ კონკურენციის მიუხედავად, მეორე არჩევითი საგნით მიღებული გრანტით ამ პროგრამაზე ვერ ისარგებლებთ.

პასუხი Aug 24, 2018 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები

0 ხმა
1 პასუხი 11,697 ნახვა