გამარჯობა,
როგორც განათლების სამინისტროში გვითხრეს, მობილობის პროცესი მიმდინარეობს და სწავლის დაწყებიდან კიდევ ერთ თვეში შეგეძლებათ სასურველ სკოლაში გადასვლა, თუ რა თქმა უნდა სკოლას აქვს ვაკანტური ადგილი.
მობილობის პროცესით სარგებლობისთვის უნდა მიმართოთ იმ სკოლას, სადაც გადასვლა გსურთ, თავისუფალი ადგილის არსებობის შემთხვევაში სკოლაში დაწერთ განცხადებას, შემდეგ გადასვლის შესახებ განცხადებით თქვენივე სკოლას მიმართავთ. აღნიშნული განცხადებები გადაიგზავნება სამინისტროში და პასუხს შეგატყობინებთ სკოლა.
გაითვალისწინეთ, რომ მეთორმეტე კლასელმა, სურვილის შემთხვევაში, მობილობით უნდა ისარგებლოს მე-12 კლასის პირველ სემესტრში. სხვა შემთხვევაში მისი გადასვლის საკითხი რთულად განიხილება.
თემები
- ყველა კატეგორია
-
ეროვნული გამოცდები
700
- არჩევითი საგნები 322
- სავალდებული საგნები 63
- საგამოცდო პრობლემები 65
- პროცედურები 127
- სამაგისტრო გამოცდა 36
- შედეგები 85
-
სასკოლო გამოცდები
365
- წინასაგამოცდო საკითხები 310
- საგამოცდო საჩივარი 10
- ქულები 44
-
სტუდენტური საკითხები
219
- მობილობა 74
- პირველკურსელებისთვის 23
- სხვა კითხვები 119