GE

0 ხმა
მოგესალმებით კიდევ ერთხელ სკოლაში ვმუშაობთ 3 საგნის (ქართული ენა)  პედაგოგი აქედან 1 უფროსი მასწავლებლის სტატუსით და 2 პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით, სკლაში სულ გახლავთ 60 საათი ქართული ენის 20-20 საათი ნაწილდებიდა 3 პედაგოგზე და თითოეულს გვხვდებოდა სრული განაკვეთი. ეხლა მოვიდა ერთი პედაგოგი რომელსაც აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი და ითხოვს საათებს იმ მოტივით, რომ ის არის უფროსი პედაგოგი და უფლება აქვს მოითხოვოს საათები, დირექტორსაც ასე სჯერა რომ ეს ასეა და აქვს უფლება უცხო მასწავლებელს მოვიდეს და მოითხოვოს საათები რადგან უფროსი მასწავლებელია, მაინტერესებს კანონით როგორ არის სწორი თუ შეიძლება გულდასმით წაიკითხეთ და გვიპასუხეთ, მადლობა წინასწარ

1 პასუხი

გამარჯობა,

კანონით არ წერია ასე, ანუ კანონში ასეთი ჩანაწერი არ არის. სკოლის დირექტორი წყვეტს საათების საკითხს და აქვს უფლება გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც განგვიმარტეს ერთ–ერთ საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

პასუხი Sep 13, 2018 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები