GE

0 ხმა
ოჯახური პრობლემების გამო მხოლოდ ცხრა კლასის დამთავრება მომიწია საქართველოში,მას შემდეგ უკვე 15 წელი გავიდა ვარ 31  წლის,მხოლოდ კომპიუტერის და ინგლისურის რამოდენიმე თვიანი კურსები მაქვს გავლილი და ამით შემოიფარგლება ჩემი სწავლა განათლება სამწუხაროდ))
ვიცი უკვე გვიანია მაგრამ ძალიან მინდა სწავლის გაგრძელება რაც აქამდე ვერანაირად მოვახერხე,მინდა უნივერსიტეტში ჩაბარება მაგრამ ამისთვის ხომ 12 კლასის ატესტატია საჭირო,ან თუნდაც რაიმე კოლეჯში რომ ჩავაბარო არსებობს ასეთი კოლეჯი სადაც უფრო შედარებით ჩემი ასაკის ხალხი სწავლობენ და არა მთლად ბავშვები?

რისი გაკეთება შემიძლია?
ვცხოვრობ თურქეთში
შემიძლია თუ არა დაუსწრებლად ვისწავლო და ისე ავიღო ატესტატი
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ,თავს ძალიან დაჩაგრულად ვგრძნობ ამის გამო,12 კლასის ატესტატი დღესდღეობით ჩემი პირველი ოცნება ეგ არის!
პატივისცემით ანა

1 პასუხი

გამარჯობა,

ატესტატის მისაღებად ყველა შემთხვევაში აქ გიწევთ ჩამოსვლა და ექსტერნი გამოცდების ჩაბარება 8 სავალდებულო საგანში, ანუ დაუსწრებლად წესით არ გამოგივათ, ადგილზე ბარდება ეს გამოცდები და ექსტერნის სახით ცხადდება წელიწადში ორჯერ. აქაც შეგიძლიათ დარეკოთ 2 200 220, საუკეთესო სურვილებით!
+1 ხმა

პასუხი Sep 13, 2018 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები

+1 ხმა
1 პასუხი 4,587 ნახვა