GE

0 ხმა
გამარჯობა,

მოკლედ, ვსწავლობ უფასო ფაკულტეტზე, აკადემიურის აღებას ვაპირებ და მაინტერესებს,აღების შემდეგ ფასიანი იქნება თუ არა სწავლა?

1 პასუხი

გამარჯობა,

გაქვთ საშუალება, რომ ასე მოიქცეთ, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ უნივერსიტეტს სახელმწიფო სტუდენტის მიხედვით არ აძლევს თანხას, ის გამოიყოფა ადგილების მიხედვით და თქვენი აღდგენის დროს, შესაძლოა უნივერსიტეტს არ ჰქონდეს თქვენს ან სხვა ფაკულტეტზე ვაკანტური ადგილი, შესაძლოა ის უკვე შევსებული იყოს მაგალითად მობილობით გადმოსული სტუდენტების მიერ და ამიტომ მოგიწევთ თანხის გადახდა. შესაბამისად ეს რისკი არსებობს. 5 წლით გაქვთ საშუალება ისარგებლოთ აკადემიურით და აღდგენისთვის იმ დროს უნდა მიმართოთ უმაღლესს, როდესაც მობილობის პერიოდია, სემესტრებს შორის მონაკვეთში.

პასუხი Oct 19, 2018 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები