GE

0 ხმა
თუ პირველი ოთხი საგნით,სასურველი ქულებით ვირიცხები სასურველ ადგილას,შეუძლია თუ არა მეხუთე არჩევითმა საგანმა დასწიოს ჩემი რეიტინგი,თუ მეხუთე საგნის ქულას აღარ ენიჭრბა გადამწყვეტი მნიშვნელობა

1 პასუხი

გამარჯობა თათა,

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის განმარტებით, როდესაც თქვენ აბარებთ ორ არჩევით საგანს, გაქვთ ორი საკონკურსო ქულა ჩარიცხვისთვის - ერთი არის, სამ სავალდებულოს დამატებული პირველი არჩევითი საგანი და სამ სავალდებულოს დამატებული მეორე არჩევითი საგანი, ასე მიიღება 2 საკონკურსო ქულა. თუ იმ ფაკულტეტზე, სადაც თქვენ აბარებთ ვთქვათ პირველი რაც გიწერიათ, აქ თქვენ მიერ არჩეული ორივე საგანი ბარდება, მაშინ, თქვენ კონკურენციას უწევთ სხვა აბიტურიენტებს და თქვენი ჩარიცხვა მოხდება ან ერთი საგნით, ან მეორეთი. ირიცხებით იმ საკონკურსო ქულით, რომლითაც მოხერხდება თქვენი ჩარიცხვა.ასევე, გრანტსაც ასე მოიპოვებთ, ვთქვათ თუ აბარებთ ისტორიას და ლიტერატურას, თუ ისტორიით თქვენი ქულა მოიპოვებს 50%-იან გრანტს, ხოლო ლიტერატურით 70%-იან გრანტს, ამ შემთხვევაში თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება და 70%-იანი გრანტი მოგენიჭებათ.

რაც შეეხება რეიტინგის დაწევას, რეიტინგი არ იწევს, თუმცა არის ერთი ფაქტორი, თუკი თქვენ ორი არჩევითი საგნის ჩაბარებისას ერთ-ერთში მაინც ვერ გადალახავთ ბარიერს, მაშინ გრანტს ვეღარ მოიპოვებთ, ჩარიცხვა კი შეიძლება მეორე საგნით მოხდეს, მაგრამ გრანტს ვეღარ მოიპოვებთ. ერთადერთი ასეთ დროს შეიძლება უფასოდ სწავლა, თუ ჩაირიცხებით უფასო ფაკულტეტზე.

პასუხი Oct 28, 2015 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები

0 ხმა
1 პასუხი 843 ნახვა