GE

თამარიონი

სკოლა „ თამარიონი" მოწოდებულია შექმნას ისეთი სასკოლო გარემო, სადაც მოზარდები მიიღებენ ხარისხიან განათლებას, ეზიარებიან ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ იდეალებსა და ღირებულებებს. სკოლა მიზნად ისახავს, აღზარდოს პიროვნული ღირსების მქონე მაღალი ეროვნული ღირებულებების მატარებელი. განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე, ხელი შეუწყოს მოზარდებს სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში, განუვითაროს ისეთი უნარ–ჩვევები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ თვითრეალიზაციას. ამ მისიის განსახორციელებლად სკოლა ქმნის მართვის, აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე სისტემას და საკუთარ საქმიანობას ახორციელებს მუდმივი განვითარებისა და სრულყოფის რეჟიმში.
სკოლის დევიზია: ,,ისწავლე ,,თამარიონში“, აირჩიე ნათელი მომავალი“
  • ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო (1–12 კლასის ჩათვლით) კერძო სკოლა
  • სწავლების ენა: ქართული
  • მასწავლებელთა რაოდენობა: 58
  • მოსწავლეთა რაოდენობა: 481
  • მოსწავლეთა საშუალო რაოდენობა კლასში: 15
  • სწავლების ღირებულება
თბილისი, გლდანი-ნაძალადევი
თემქა, 11 მ/რ. მე-2კვარტალი
  • განახლების ბოლო თარიღი: 24.04.2018