სკოლა “თამარიონის” კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა
“ქველმოქმედება მხოლოდ უანგარო დახმარებას გულისხმობს. კითხვას, რა არის ქველმოქმედება და ვინ არის ქველმოქმედი? – ამ შეკითხვაზე, რა თქმა უნდა, არსებობს კონკრეტული პასუხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია როგორ გვესმის თითოეულს ეს საკითხი. უნდა ეხებოდეს თუ არა საზოგადოებას, სხვადასხვა კონკრეტული ადამიანის პრობლემები?! რაღა თქმა უნდა, სწორედ ის საზოგადოებაა ჯანსაღი, რომლისთვისაც პრიორიტეტულია არა მარტო საკუთარი თავი არამედ სხვა, მარტივად რომ ვთქვათ “მე = ჩვენ-ს” პრინციპი. ყველაფერი ეს ადამიანმა ბავშვობის ასაკიდან უნდა ისწავლოს”, – ნათქვამია სკოლა “თამარიონის” განცხადებაში.
სკოლა “თამარიონი” ამ კუთხით უამრავ საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს. ერთ -ერთი მათგანი იყო 26 დეკემბერს მოხუცებულთა პანსიონატში სკოლის აღსაზრდელების მიერ ჩატარებული კონცერტი და მიტანილი საჩუქრები.
ღონისძიების ორგანიზატორი VII-2 კლასის დამრიგებელი ნატო აბრამიშვილი იყო თავის აღსაზრდელებთან და მათ მშობლებთან ერთად. მოხუცებულების თანადგომა ამ კლასის მოსწავლეთათვის არ არის ახალი და ისინი აუცილებლად გაითავისებენ, რომ საკუთარი ბედნიერებისთვის საჭიროა გარშემომყოფებიც ბედნიერები იყვნენ.