თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, თსუ-ს კურსდამთავრებულები უნივერსიტეტის პროფესორთა მიერ მომზადებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან ახალ ბერძნულ ენას 16 სკოლაში. პროექტში სკოლა ,,თამარიონიც” მოხვდა, სადაც ბერძნული ენის სპეციალისტი თეა ჭიღლაძე ასწავლის დაინტერესებულ მოსწავლეებს.
“მადლობა თეას მოსწავლეებისა და დირექციის სახელით და წარმატება მას და მის აღსაზრდელებს აღნიშნულ საქმიანობაში!”, – აღნიშნეს სკოლაში.