GE

აწსუ-ში ღია მმართველობის პარტნიორობის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

2015 წლის 14 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ღია მმართველობის პარტნიორობის პროექტის ფარგლებში საქართველოში ღია პარლამენტის პრინციპის დასამკვიდრებლად შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელთან, ქალბატონ გუგული მაღრაძესთან შეხვედრა გაიამრთა.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაზე ქალბატონმა გუგული მაღრაძემ განიხილა საპარლამენტო ღიაობის საკითხები, სამომავლო ამოცანები და საპარლამენტო ღიაობის საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები. ასევე, ხაზი გაუსვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მზაობას, რომ დაეხმარონ საქართველოს პარლამენტს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. სტუმარმა აცნობა სტუდენტებს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის დაწყების ორგანიზებისა და სამომავლოდ უნივერსიტეტში მსგავსი შეხვედრების დაგეგმვის შესახებ. 

უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს მიეცათ საშუალება ღიად ესაუბრათ საკუთარი სოციალური ჯგუფის პრობლემებზე.

,,გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით (IDFI) და საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით, ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში, ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“ პროექტს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია პარლამენტის წევრების შეხვედრა საზოგადოებასთან და, განსაკუთრებით, საქართველოს ხვალინდელ დღესთან, სტუდენტებთან. ინტერფრაქციული ჯგუფის მიზანია შეიმუშავოს „საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ღია პარლამენტისთვის“ და ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტის ჩართულობას „ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) ინიციატივაში,” – აღნიშნულია აწსუ-ის ოფიციალურ გვერდზე.
.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური