GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იტალიის l’Aquila-ს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

2026 წლის 19–20 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს l’Aquila-ს (იტალია) უნივერსიტეტის წარმომადგენლები – პროფესორი ფრანჩესკო დელ’იზოლა, ასოცირებული პროფესორი ივან ჯორჯიო და დოქტორი ალესანდრო ჩიალელა ესტუმრნენ.

19 ოქტომბერს პროფესორმა ფრანჩესკო დელ’იზოლამ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე: „მეტამასალების სინთეზი, მეტამასალების მექანიკისა და მათემატიკის აქტუალური პრობლემები“.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებისა და მათემატიკის პროგრამის სტუდენტებისთვის ორმაგი დიპლომის მიღების პერსპექტივა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშენებლობის სამაგისტრო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები უკვე მეშვიდე წელია, ერთი წლის განმავლობაში სწავლობენ იტალიაში და ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

20 ოქტომბერს, უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ შალვა კირთაძესთან შეხვედრისას, ფრანჩესკო დელ’იზოლას უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საუნივერსიტეტო განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ასოცირებულ პროფესორ ივან ჯორჯიოსა და დოქტორ ალესანდრო ჩიალელას მადლობის სიგელები გადაეცათ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური