აწსუ-ში თემაზე „საჯარო დებატები საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე“ დისკუსია ჩატარდა
2015 წლის 6 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა დისკუსია თემაზე „საჯარო დებატები საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე“, ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველოსა“ და „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
მოხსენებები წარმოადგინეს – აწსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ, მიგრაციისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრის უფროსმა, კონსულტანტმა მიგრაციისა და დიასპორის საკითხებში ირმა წერეთელმა, საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორმა ნინო ჩინჩალაძემ.
უნივერსიტეტის ცნობით, მომხსენებელთა მიერ გაკეთებული პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩართნენ აწსუ პროფესურა, ქუთაისის უნივერსიტეტისა და საერთაშორისო განათლების ცენტრის იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები.
აწსუ-ის განმარტებით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების სფეროში ინტერნაციონალიზაციის საკითხებით, უმაღლესი განათლების გლობალიზაციის მიერ შექმნილი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით აკადემიური საზოგადოების ფართო წრეების დაინტერესებასა და ამ კუთხით საჯარო და საუნივერსიტეტო პოლიტიკის განვითარებას.
-
აწსუ-ში ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით საგაზაფხულო ღონისძიებების კვირეული „გაზაფხული შემოსულა“ ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
როგორ აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი