პირველი ქართული ვაშლის ჩიფსის საწარმოებლად სტუდენტმა 10 000 ლარიანი გრანტი მოიპოვეს
“სტუდენტური ინოვაციების” პროგრამის ფარგლებში TS ფონდის გამოცხადებულ კონკურსში აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის გუნდმა ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსების წარმოების იდეით – 10 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა.
აგრარული უნივერსიტეტის განმარტებით, ამ თანხით ისინი შეძლებენ საკუთარ იდეაზე დაფუძნებული სტარტაფის შექმნას და პირველი ქართული ვაშლის ჩიფსების წარმოებას.
კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისგან, რომელიც მოიცავდა პროექტის მოკლე და მთლიანი ვერსიის ფორმების შედგენასა და ანალიზს.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმი იყო იდეის ინოვაციურობა და მისი კომერციალიზაციის რეალურობა.
გამარჯვებული სტუდენტები არიან:
შალვა მძნარაშვილი – კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი
ნონა ნონიაშვილი – კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი
ანა ბაიაძე – კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი
კესო ბარამიძე – კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი
თამარ შეითნიშვილი – ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი
- “ცოდნის ფონდი“ კახა ბენდუქიძის ქვრივს განცხადებით პასუხობს by თავისუფალი უნივერსიტეტი
- თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით კამპუსში კახა ბენდუქიძის კვირეული ჩატარდა by საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
- თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში კახა ბენდუქიძის კვირეული გაიმართება by საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი