თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში კახა ბენდუქიძის კვირეული გაიმართება

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები 20-25 აპრილს წარმოგიდგენთ კახა ბენდუქიძის კვირეულს.
უნივერსიტეტების ინფორმაციით, 20 აპრილს 17:30 საათზე (კახა ბენდუქიძის დაბადების დღე) საერთაშორისო რეიტინგის „Doing Business“-ის მეთოდოლოგიისა და რეიტინგის თანაავტორი, 2009-2013 წლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი სიმეონ ჯანკოვი წიგნის „The Great Rebirth – Lessons from the Victory of Capitalism over Communism“ („დიდი აღორძინება – კაპიტალიზმის კომუნიზმზე გამარჯვების გაკვეთილები“) პრეზენტაციას გამართავს და საჯარო ლექციას ჩაატარებს.
,,წიგნში განხილულია იმ ქვეყნის მაგალითები, რომლებიც დაუბრუნდნენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ავტორიტარიზმს. წიგნის მერვე თავი „Georgia: The Most Radical Catch-Up Reforms“ („საქართველო: წარმატების მომტანი ყველაზე რადიკალური რეფორმები“) დაწერილია კახა ბენდუქიძისა და მიხეილ სააკაშვილის ავტორობით და ეხება ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში გატარებულ რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებს,”- ნათქვამია უნივერსიტეტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კვირეულის ყველა ღონისძიებას გაეცანით აქ.
-
9 -12 კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი “ედისონის ლიგა – QUINTUS 2017” გამოცხადდა by თავისუფალი უნივერსიტეტი
-
“ცოდნის ფონდი“ კახა ბენდუქიძის ქვრივს განცხადებით პასუხობს by თავისუფალი უნივერსიტეტი
-
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით კამპუსში კახა ბენდუქიძის კვირეული ჩატარდა by თავისუფალი უნივერსიტეტი