GE
31 მაისი, 2016 17:30

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას მოსწავლეები ემოციურ ბოლო ზარით დაემშვიდობნენ

2016 წლის 25 მაისს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მეთორმეტე კლასელები ემოციური და ამაღელვებელი ,,ბოლო ზარით’’ დაემშვიდობენ მშობლიურ სკოლას.

მოსწავლეებმა გაიხსენეს შთამბეჭდავი და საინტერესო ეპიზოდები სასკოლო ცხოვრებიდან. ღონისძიებას სიხარულისა და სინანულის ელფერი ერთდროულად დაჰკრავდა. მოსწავლეები ხომ ტოვებდნენ სკოლას, რომლის კედლებში 12 წელი გაატარეს, მაგრამ ამავე დროს ყველანი გახარებული იყვნენ, რადგანაც მოსწავლეებმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს საატესტატო გამოცდებზე.

საკონფერენციო დარბაზში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ, სკოლის ეზოში გაიმართა ფურშეტი. სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა წარმატებები უსურვეს ახალგაზრდებს ეროვნულ გამოცდებზე და საერთოდ ცხოვრების გზაზე.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS