„ზღაპრის ბოლო კეთილია“ – მღერიან აბაშის სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ, ქომაგების მიერ ყველაზე ხშირად შესრულებული სიმღერა – „გაიღიმე“ ჩვენი ქვეყნის ერთგვარ გამარჯვების ჰიტად იქცა და როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, სიმღერას ყველაზე ხშირად სკოლებში ასრულებენ.
აბაშის კვათანის საჯარო სკოლის პედაგოგი, მარიამ ჯოჯუა, 22 აპრილს ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, როგორი შემართებით ასრულებენ სიმღერას მოსწავლეები და პედაგოგები.
როგორც ვიდეოს ავტორი მასწავლებელი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, სკოლის მუსიკის მასწავლებელი თამარ კაჭარავა მოსწავლეების თხოვნით გამარჯვების სიმღერას – “გაიღიმე” ხშირად ასრულებს. პედაგოგი მოგვითხრობს, რომ სასკოლო საზოგადოების გზავნილია მომავალმა თაობებმა არასდროს დაივიწყონ გამარჯვების ჰიმნი და ის, რომ “ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილია”.
იხილეთ: ვიდეო
“სულით და გულით, ხშირად ვასრულებთ ამ სიმღერას. რამდენად კარგად გამოგვდის არ ვიცი, მაგრამ ვცდილობთ. ჩვენ ყველანი ქომაგები ვართ, არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ნაკრების, არამედ ქვეყნის და ახალი თაობის. ყველამ ერთად უნდა გავიღიმოთ. ჩვენი მესიჯი არის, რომ არ დავივიწყოთ გამარჯვების სიმღერა. “ზღაპრის ბოლო კეთილია” და ეს ჩვენ უკვე დავამტკიცეთ”,- ამბობს პედაგოგი.
-
„პოლიგლოტში“ პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო by სკოლა პოლიგლოტი
-
დაუწერენ თუ არა არებს იმ მოსწავლეებს, რომლებიც დღეს სკოლას აცდენენ – სწავლა განახლდა by სკოლების ამბები
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა