მაგიური გარდასახვა ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში (+ფოტო)
ყოველი წლის 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში მაგიური ღონისძიებით აღნიშნავენ. სპეციალურად ამ დღისთვის სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი – მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, სკოლის ადმინისტრაცია საყვარელი წიგნის პერსონაჟის სამოსს ირგებს და აცოცხლებს მას. ამის ამსახველი ფოტოკადრები ულამაზესი ღონისძიებიდან, სკოლამ საკუთარ სოციალურ ქსელში 24 აპრილს გამოაქვეყნა.
როგორც EDU.ARIS.GE–ს ღონისძიების ორგანიზატორი პედაგოგი, ნანა კახიძე მოუთხრობს, ეს ტრადიცია სათავეს 2019 წლიდან იღებს და მასში, სურვილის მიხედვით, მთელი სასკოლო საზოგადოება მონაწილეობს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მთავარი მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების დონის გაზრდა და მათი მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებაა.
იხილეთ ფოტოკადრები ღონისძიებიდან:
„მხატვრული ლიტერატრის პერსონჟები – ფიფქია, დევები კარლსონი, მითიური გმირები, მეკობრეები.. თითქმის ყველა პერსონაჟი გავაცოცხლეთ.. ჩვენი მიზანია, დავაინტერესოთ მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურით. ინტერესი და ინტრიგა გავუღვივოთ ლიტერატურის მიმართ. ეს ყველაფერი კი ახალ თაობაში წიგნიერების დონის გაზრდას ემსახურება”,- გვითხრა სკოლის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ წიგნის საერთაშორისო დღე, იუნესკოს გადაწყვეტილებით 1996 წლიდან აღინიშნება.
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები



