GE
23 აპრილი, 2024 11:01

„პარასკევობა“ და „ამბები დიდი შესვენებიდან“ – 106-ე საჯარო სკოლის მხიარული აქტივობები (+ვიდეო)

თბილისის 106-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების პროცესი რომ სახალისო გახდეს, ამაზე პედაგოგები განსაკუთრებით ზრუნავენ და მოსწავლეებს ნაირ-ნაირ აქტივობებს სთავაზობენ.

დაწყებითი კლასების ახალგაზრდა პედაგოგმა ინა მეცხვარიაშვილმა, 22 აპრილს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ენერგიულად გრძნობენ თავს მოსწავლეები ამ აქტივობების დახმარებით, 3 გაკვეთილის შემდეგაც კი დიდ შესვენებაზე.

იხილეთ: ვიდეო

როგორც პედაგოგო  EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, დიდი შესვენება სასწავლო დღის ნახევარის გასვლის შემდეგ დგება და ამ დროს მოსწავლეთა დიდი ნაწილი შეიძლება, დაღლილი და მოთენთილი იყოს, თუმცა ეს მის მოსწავლეებს არ ეხებათ. ინა მასწავლებელი მოსწავლეების ენერგიულ განწყობას იმ 2 აქტივობის შედეგით ხსნის, რომელსაც ყოველკვირეულად პატარებთან იყენებს. „პარასკევობა“ და „ამბები დიდი შესვენებიდან“ სწორედ ესაა ის აქტივობები, რომელთა შესახებაც ის ჩვენს მკითხველ კოლეგებს ესაუბრება.

„დაწყებით კლასებში ჩვენი სკოლის ერთ-ერთი სახალისო საკლასო ტრადიციაა “პარასკევობა”, როდესაც დატვირთული სასწავლო კვირა სრულდება და დგება პარასკევი. ამ დღეს სხვადასხვა მუსიკალური ნომრით ვეგებებით. ეს მუსიკალური შესვენებები, ძირითადად დიდ შესვენებაზე გვაქვს. ეს გვეხმარება, ყველა მოსწავლე ჩვენს თვალწინ გვყავდეს, თან დაისვენონ, თან იმხიარულონ და განიტვირთონ, ამავდროულად კი მოიხსნან უამრავი კომპლექსი, გათამამდნენ. მეორე აქტივობა პირველის გაგრძელებაა – „ამბები დიდი შესვენებიდან“. ეს არის ვიდეორგოლი, რომელსაც მოსწავლეებთან ერთად ვამზადებ, ვარჩევთ მუსიკას და ვამონტაჟებთ“, – მოგვითხრობს პედაგოგი.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში