მეშვიდეკლასელებმა „ვეფხისტყაოსნის“ გმირები გააცოცხლეს (+ფოტო)
ნესტან-დარეჯანი, ავთანდილი, ტარიელი, თინათინი – „ვეფხისტყაოსნის“ გმირების მხატვრული პორტრეტების შესწავლის მიზნით, ყვარლის რაიონში, ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა დროში იმოგზაიურეს და უკვდავი პერსონაჟები, პირდაპირი მნიშვნელობით, გააცოცხლეს. ამის ამსახველ ფოტოკადრებს, 24 აპრილს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ეკატერინე ვარდიაშვილი EDU.ARIS.GE-ს უზიარებს და განხორციელებული აქტივობის შესახებ მოგვითხრობს.
პედაგოგის ინფორმაციით, სკოლებში „ვეფხისტყაოსანი“ მეშვიდეკლასიდან ისწავლება, ნაწარმოებზე მუშაობის პროცესში, მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს ნაწარმოების პერსონაჟებისა და კონკრეტული სიუჟეტების შესწავლა წარმოადგენს, ამიტომ გადაწყვიტა, როლური თამაშის დახმარებით, მათთვის ეს პროცესი გაემარტივებინა.
იხილეთ ფოტო:
„ვეფხისტყაოსანი“ მეშვიდეკლასიდან ისწავლება. ეს დიდი გამოწვევა მოსწავლეებისთვის. პედაგოგმა მაქსიმალური უნდა გააკეთოს, რომ მოსწავლემ ამ ასაკიდანვე შეძლოს ნაწარმოების ათვისება. მე როლური თამაშზე შევაჩერე არჩევანი. ჩვენს აქტივობაში გვყავდა უცხო მოყმის ცხენიც, სიუჟეტებისთვის ყვარელში რამდენიმე ლოკაცია შევარჩიეთ, მარტივი სამუშაო არ იყო”, – მოგვითხრო პედაგოგმა.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტი“ 2025-2026 სასწავლო წლისთვის ძირითადი სახელმძღვანელოების ნუსხას აქვეყნებს by სკოლა პოლიგლოტი
-
„ისაუბრე ბავშვზე ისე, როგორც გინდა, რომ შენს შვილზე გესაუბრონ“ – 10 რჩევა დამწყებ პედაგოგებს by სკოლების ამბები



