GE
სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსი გამყვან და შემომყვან ტურ-ოპერეიტინგში
კომპანია "GREEN TRAVEL" გთავაზობთ ტურიზმით დაინტერესებულ პირებს მინიმალურ დროში ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობების შემსწავლელ სასერთიფიკატო პროგრამას, სტაჟირებით, მაქსიმალური ინფორმაციის მიღებით, სარეკომენდაციო წერილის გაწერითა და დასაქმების პერსპექტივით, როგორც  გამყვანი ასევე შემომყვანი ტურ-ოპერატორის მიმართულებით!
 
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს გეძლევათ უნიკალური შანსი გაეცნოთ და დაეუფლოთ ტურ-ოპერატორების პროფესიულ ასპექტებს, ტურისტული ფირმის ფუნქციონირებას, სასტუმრო ინდუსტრიას, ტურიზმის საქმიანობის სპეციფიკას, გლობალური ჯავშნების პროგრამების გაცნობას, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო  ბაზარზე.
 
პროგრამა განკუთვნილია ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა და დამოუკიდებლად სურს შეიძინოს ბილეთები, დაჯავშნოს სასტუმროები და ა.შ. ასევე  მათთვის ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს ტურიზმის სფეროში, ან შექმნას საკუთარი ტურისტული კომპანია. უკვე ამ სფეროში დასაქმებული  ადამიანებსთვის კი პროფესიული გადამზადება.

გამყვანი ტურ-ოპერეიტინგის კურსის პროგრამა:
  • ტურიზმის განვითარების ისტორია, სტრუქტურა, ძირითადი ცნებები და ტერმინები;
  • ტურიზმის სახეები, მიმართულებები და  კლასიფიცირება ქართულ ბაზარზე.
  • ავიაბილეთების ფასების დადგენა კონკრეტულ თარირებზე, პროგრამულად  შეძენა და ჯავშნები. 
  • სასტუმროების დაჯავშნა და შესყიდვა გლობალური საიტების დახმარებით.
  • საერთაშორისო ტურ-ოპერატორ კომპანიებთან თანამშრომლობა და მათ პროგრამებში მუშაობა. 
  • სავიზო დოკუმენტაციის მომზადება, აპლიკაციების სწორად შევსება.
  • სავიზო ცენტრებთან დაკავშირება, ჩაწერა.
  • სამოგზაურო დაზღვევის შედგენა.
  • ტურისტული პაკეტის შედგენა და მისი შემდგომი რეალიზაცია.
  • უსაფრთხოება ტურიზმში.
შემომყვანი ტურ-ოპერეიტინგის კურსის პროგრამა:
  • ტურიზმის შესავალი, ტერმინები ძირითადი მახასიათებლების შესწავლა.
  • ტურიზმის სახეები, მიმართულებები და კლასიფიცირება ქართულ ბაზარზე.
  • ტურისტული მარშრუტების შედგენა და დახარისხება დღეების მიხედვით.
  • სასტუმროებთან ურთიერთობა, სასტუმროს მენეჯმენტი.
  • გიდის საჭირო ასპექტების შესწავლა.
  • სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა.
  • ხარჯთაღრიცხვა.
  • სამოგზაურო დაზღვევის შედგენა.
  • უსაფრთხოება ტურიზმში.
კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ ნაწილს სასწავლო მასალის უზრუნველყოფით, ასევე პრაქტიკას და სიტუაციურ ქეისებს.

მოკლევადიანი კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა (12 საათი)
კვირაში ჩატარდება 3 ლექცია (ხანგრძლივობა 2  საათი)

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მიმართულება და ჩაეწერეთ შემდეგ თარიღებში.
კურსის დასაწყისი:  I ჯგუფი 30 იანვარს და II ჯგუფი 13 თებერვლს (როგორც გამყვან, ასევე შემომყვან მიმართულებაზე)
 
კურსის ღირებულება:
150 ლარი - მცირერიცხოვან ჯგუფებში
300 ლარი - ინდივიდუალური მეცადინეობა და სურვილისამებრ ორკვირიანი სტაჟირება
150 ლარი - ერთთვიანი სტაჟირება

კურს წარუძღვებიან კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ამავდროულად წარმატებით მოღვაწეობენ ტურიზმის სფეროში. კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი, რაც ხელს შეგიწყობთ მიზნის მიღწევაში.
 
ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია. 

გაითვალისწინეთ! ჩვენი საუკეთესო კურსდამთავრებულები, ჩვენი რეკომენდაციით წარმატებით აგრძელებენ სხვადასხვა პრესტიჟულ ტურისტულ კომპანიაში და სასტუმროში მუშაობას!

ჩვენი განრიგი მორგებული იქნება თქვენი სამსახურისა და სწავლის გრაფიკზე.
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები