12 საჯარო სკოლა, რომლებსაც ავტორიზაციის საბჭოსგან მონიტორინგი 1-5 სექტემბერს უწევთ – სია
1-ელ და 5 სექტემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომები გაიმართება, რომელთა დღის წესრიგში, ჯამში, 15 საჯარო და კერძო სკოლის სხვადასხვა საკითხების განხილვაა დაგეგმილი.
უფრო კონკრეტულად კი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, განიხილება შემდეგი სკოლების საკითხები:
1-ელი სექტემბერი
კერძო სკოლები:
- შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის მიერ მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ საკითხის განხილვა;
- შპს სკოლა ახალი თაობის მიერ იმავე მუნიციპალიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობის მისამართის/ფართის ცვლილების შესახებ საკითხის განხილვა;
- შპს სკოლა ახალი თაობის მიერ მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ საკითხის განხილვა.
საჯარო სკოლები:
- სსიპ – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ- ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ – ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის №2 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ-სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის სოფელ ხალას საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა.
5 სექტემბერი:
კერძო სკოლები:
- შპს აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის ავტორიზაციის საკითხის განხილვა.
საჯარო სკოლები:
- სსიპ – ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ – ქალაქ ჭიათურის N5 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ – სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ – ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა.
საბჭოს სხდომები ონლაინ რეჟიმში, „zoom“-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება.
-
ავტორიზაციის საბჭო 11 სკოლის საკითხს განიხილავს – სია
by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
14 საჯარო სკოლა, რომლებსაც ავტორიზაციის საბჭოსგან მონიტორინგი უწევთ – სია
by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
3 უნივერსიტეტის 5 პროგრამა, რომლებზეც აკრედიტაციის საბჭო 20 ივნისს იმსჯელებს
by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი