2019-2020 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია
2019-2020 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია. პირველადი შედეგები 23 იანვარს გამოქვეყნდა, რის შემდეგაც აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საპრეტენზიო განაცხადი და მიღებული შედეგი გაესაჩივრებინათ. სააპელაციო განაცხადების მიღებისა და ნამუშევრების ხელახალი გასწორების დასრულების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% – სა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.
მეორე ტურიდან დასკვნით ტურში 700-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა. თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა სიგელი.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა X–XII კლასების მოსწავლეებისათვის ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყო და 12 იანვარს დასრულდა. ოლიმპიადის პირველი ტური კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული მასალებით უშუალოდ სკოლებმა ჩაატარეს და მასში 26 000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე, დასკვნითი ტური თებერვლის ბოლოს გაიმართება.
იხილეთ თითოეული საგნის მაქსიმალური ქულები, ასევე მესამე ტურში გამსვლელი ქულები:
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურში გამსვლელი ქულები 2019-
2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურზე თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება