2019-2020 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის შედეგები ცნობილია – ტესტები და სწორი პასუხები
2019-2020 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის პირველადი შედეგები ცნობილია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ ოლიმპიადის მონაწილეს შორის.
მოსწავლეს, რომელსაც არ აკმაყოფილებს მიღებული შედეგი შეუძლია მიღებული ქულა გაასაჩივროს და საპრეტენზიო განაცხადი წარადგინოს. აპელაციის პროცესის შემდეგ მეორე ტურში გამსვლელი ქულები შესაძლებელია შეიცვალოს.
სააპელაციო განაცხადის წარდგენის პროცედურა
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღება 2020 წლის 24 და 27 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე (რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში).
ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ წერილობითი ფორმით.
- ოლიმპიადის მონაწილეს უფლება არ აქვს შეხვდეს საპრეტენზიო კომისიის წევრს.
- საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ანდა დარჩეს უცვლელი.
იხილეთ თითოეული საგნის მაქსიმალური ქულები, ასევე მესამე ტურში გამსვლელი ქულები:
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურში გამსვლელი ქულები 2019-
2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურზე თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება