2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი ქულები ცნობილია
2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები, მეორე ტურში გამსვლელი ქულები და მაქსიმალური ქულები გამოაქვეყნა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. პირველი ტურის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ოლიმპიადაში ჩართული სკოლების ადმინისტრაციას შეუძლია სპეციალური ბმულიდან.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათას მონაწილეს შორის (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას). დეტალური ინფორმაციისათვის მოსწავლემ უნდა მიმართოს სკოლას.
პირველი ტურისათვის თითოეულ საგანში შედგენილი ტესტის მაქსიმალური ქულები
-
ზამთრის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო – დეტალები და საფასური
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დაიწყება – ვადები და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რამდენით გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს მეორადი ჩარიცხვების 2-ჯერ გამოცხადებით – სტატისტიკა
by ARIS.GE-განათლება