GE

გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მაქსიმალური ქულები და I ტურის განრიგი

2026-2027 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 24 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. დარეგისტრირებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი განრიგის მიხედვით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, მათთვის ხელსაყრელ დროს გაიარონ ტესტირება დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან.

ტესტირების დეტალური ინსტრუქცია

პირველი ტურისათვის თითოეულ საგანში შედგენილი ტესტის მაქსიმალური ქულა და ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო

ოლიმპიადის დეტალური განრიგი:

24 ნოემბერი:
ქართული ენა და ლიტერატურა;
ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის;
ფიზიკა.

25 ნოემბერი:
მათემატიკა;
გეოგრაფია;
ქიმია.

26 ნოემბერი:
ინგლისური ენა;
გერმანული ენა;
ფრანგული ენა.

27 ნოემბერი:
ისტორია;
ბიოლოგია;
რუსული ენა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მეორე ტურში გადადის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და ამასთან ერთად მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური