2025 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა ეტაპობრივად განხორციელდება – თარიღები და გასაწვევ პირთა ვალდებულება
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დადგენილება გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, გაწვევა 2025 წელს ეტაპობრივად განხორციელდება.
ბრძანებით წვევამდელთა გაწვევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 2025 წლის 15 იანვრიდან 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე განხორციელდება, გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა კი იქნება 4 510.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული იქნებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის პირები, რომლებიც იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისგან გათავისუფლების უფლება.
გაწვევა განხორციელდება ეტაპობრივად:
6 თვის ვადით საბრძოლო ქვედანაყოფში ერთ ეტაპად – 2025 წლის 15 აპრილიდან
8 თვის ვადით დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში ოთხ ეტაპად:
- პირველი ეტაპი – 2025 წლის 15 მარტიდან;
- მეორე ეტაპი – 2025 წლის 1 ივნისიდან;
- მესამე ეტაპი – 2025 წლის 15 აგვისტოდან;
- მეოთხე ეტაპი – 2025 წლის 1 ნოემბრიდან;
11 თვის ვადით უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით ერთ ეტაპად – 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.
ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ უნდა იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისგან გათავისუფლების უფლება.
“წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება განხორციელდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მუნიციპალური/რაიონული განყოფილებების (შემდგომში – მუნიციპალური/რაიონული განყოფილება) მიხედვით შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე დადგენილი რიგითობით”, – წერია დადგენილებაში.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში იქნება შესაძლებელი.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: ირაკლი კობახიძის ბრძანება
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი და სკოლების სია – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი