დააკავეს საბავშვო ბაღის აღმზრდელი, რომელიც ბავშვს სცემდა
პოლიციამ დააკავა თბილისში არსებული ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი, რომელმაც მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
შსს-ს ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელმა, მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 25 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.
-
მხოლოდ 11 თვეში 436 სასკოლო ასაკის ორსული დარეგისტრირდა – „არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი გაზრდილია“
by ინფოLIFE
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE