ხელფასი 2 640 და 2 880 ლარია – სკოლის მანდატურის სამსახური სპეციალისტებს ეძებს
საქართველოს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
როგორც დღეს, 25 ივნისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორი სხვადასხვა კონკურსის ფარგლებში, განათლების სამინისტროს ქვეუწყება თბილისსა და რეგიონებში სულ 15 კანდიდატს ეძებს.
უფრო კონკრეტულად, სოციალურ მუშაკთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:
თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:
- ქ. თბილისი – 2 ვაკანსია;
კახეთის ცენტრი:
- ქ. ლაგოდეხი – 1 ვაკანსია;
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:
- ქ. ზუგდიდი – 1 ვაკანსია;
- ქ. წალენჯიხა – 1 ვაკანსია;
აჭარისა და გურიის ცენტრი:
- ქ. ბათუმი – 2 ვაკანსია;
- ქ. ქობულეთი – 1 ვაკანსია.
შრომის ანაზღაურება 2 640 ლარია (დარიცხული).
იხილეთ: კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები
რაც შეეხება ფსიქოლოგთა შესარჩევ კონკურსს, კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:
აჭარისა და გურიის ცენტრი:
- ქ. ბათუმი – 1 ვაკანსია;
- ხელვაჩაური – 1 ვაკანსია;
- ქ. ქობულეთი – 1 ვაკანსია;
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:
- ქ. ზუგდიდი – 1 ვაკანსია;
ქვემო ქართლის ცენტრი:
- ქ. რუსთავი – 1 ვაკანსია;
- ქ. ბოლნისი – 1 ვაკანსია;
კახეთის ცენტრი:
- ქ. ლაგოდეხი – 1 ვაკანსია.
შრომის ანაზღაურება 2 880 ლარია (დარიცხული).
იხილეთ: კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები
-
მხოლოდ 11 თვეში 436 სასკოლო ასაკის ორსული დარეგისტრირდა – „არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი გაზრდილია“
by ინფოLIFE
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE