60 ვაკანსია თბილისში და 36 რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ორ დეკემბერს გამოაცხადა მანდატურების შესარჩევი კონკურსი თბილისსა დდა რეგიონებში.
კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 01 დეკემბრიდან – 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.
მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:
-საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
-ნასამართლობის არმქონე;
-სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
-სახელმწიფო ენის მცოდნე;
-სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
შრომის ანაზღაურება: 1250 ლარი (დარიცხული).
ვაკანსიები შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებშია აქტიური:
თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:
ქ. თბილისი – 60 ვაკანსია;
აჭარისა და გურიის ცენტრი:
ქ. ბათუმი – 9 ვაკანსია;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი სუფსა – 1 ვაკანსია;
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:
ქ. ქუთაისი – 3 ვაკანსია
ქ. ამბროლაური – 1 ვაკანსია;
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:
ქ. ზუგდიდი – 1 ვაკანსია;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალაბასთუმანი – 1 ვაკანსია;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ორსანტია – 1 ვაკანსია;
ქვემო ქართლის ცენტრი:
ქ. რუსთავი – 2 ვაკანსია;
ქ. თეთრიწყარო – 1 ვაკანსია;
ქ. მარნეული – 2 ვაკანსია;
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი აზიზკენდი – 1 ვაკანსია;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ქესალო- 1 ვაკანსია;
ქ. დმანისი – 4 ვაკანსია;
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ირგანჩაი – 1 ვაკანსია;
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ნახიდური – 1 ვაკანსია;
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭაპალა – 1 ვაკანსია;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი სართიჭალა – 1 ვაკანსია.
კახეთის ცენტრი:
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ლელიანი – 1 ვაკანსია;
სამცხე-ჯავახეთის ცენტრი:
ქ. ახალციხე – 1 ვაკანსია;
ქ. ნინოწმინდა – 1 ვაკანსია;
დაბა ბაკურიანი – 1 ვაკანსია.
იხილეთ:
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები
-
აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა იზრდება, „ენის პოპულარიზაცია“ კი ქრება – რა წერია ბიუჯეტში
by ინფოLIFE
-
ამ შემთხვევაში წვევამდელი 1000 ლარით დაჯარიმდება – ცვლილება „თავდაცვის კოდექსში“ შედის
by ინფოLIFE
-
განათლების მინისტრს მეხუთე ვაჟი შეეძინა – კომიტეტის მილოცვა გივი მიქანაძეს
by ინფოLIFE