აბიტურიენტებისთვის IBSU უფასო ონლაინ გაკვეთილებს ატარებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ციფრული განათლების ხელშეწყობის მიზნით აბიტურიენტებისთვის უფასო ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. ონლაინ გაკვეთილებში 100-ზე მეტი აბიტურიენტია ჩართული.
აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, ინგლისური ენის ონლაინ გაკვეთილებს დასწრებოდნენ, რომელთაც იბსუ-ს პროფესორები უძღვებიან. დარეგისტრირებული აპლიკანტები მათთვის საინტერესო ერთ ან რამდენიმე საგანში გადიან სასწავლო კურსს.
აღნიშნულ ინიციატივას პოზიტიურად შეხვდნენ აბიტურიენტები. ნინი შაორშაძე იმ აბიტურიენტებს შორისაა, ვინც წელს აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს. მისი თქმით, ეს გაკვეთილები საჭირო და დროული შესაძლებლობაა გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის.
“ძალიან კარგი, საჭირო და დროული შესაძლებლობაა, რაც ყველამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. გაკვეთილის პროცესი მეტად საინტერესოა და მრავალფეროვანი. ძირითადად იმ საკითხებს ვეხებით, რაც უფრო მნიშვნელოვანია. იბსუ-ს მხრიდან მეტად პერსპექტიული ნაბიჯია, რაც პირადად მე, ჩემი ,,მომავლის” იბსუ-სთან დაკავშირების აზრს კიდევ უფრო მიმყარებს”, – აღნიშნა აბიტურიენტმა, ნინი შაორშაძემ.
EDU.ARIS.GE-სთან იბსუ-ს უფასო ონლაინ კურსების დადებით მხარეზე საუბრობს კიდევ ერთი აბიტურიენტი და ამბობს, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით და მათი ეს ნაბიჯი ყველას დაეხმარება.
“მე ვესწრები IBSU-ს ონლაინ გაკვეთილებს და ძალიან მომწონს, საუკეთესო გუნდი ჰყავთ და მათ მიერ ეს გადადგმული ნაბიჯი ყველას ძალიან დაეხმარება, ვინც ამ გაკვეთილებს ესწრება”, – გვითხრა მარი ჩანქსელიანმა.
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი