აბიტურიენტის მიმართვა 2020 წლის აბიტურიენტებს – „ეს შეიძლება გახდეს თქვენი მრავალჯერ ნანატრი ოცნებების შეუსრულებლობის წინაპირობა“
EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „თავისუფალი ტრიბუნა“ დღევანდელი წერილის ავტორი 2020 წლის აბიტურიენტი ვახტანგ ჩხეტიაა, რომელიც აბიტურიენტებს მიმართავს, ამხნევებს და აფრთხილებს მათ:
„საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეროვნული გამოცდები გადაულახავი სტრესის მომტანია აბიტურიენტებისათვის, თუმცა, როგორც თავდაჯერებული აბიტურიენტები აღვნიშნავთ ხოლმე, ეს არის მხოლოდ შიში იმისა, თუ რა არ გააკეთე და რა არ დაგიმუშავებია, რადგან შესაძლებელია სწორედ ეს უპასუხისმგებლო საქციელი (სიზარმაცე), ან თუნდაც არასათანადო პირობები გახდეს თქვენი მრავალჯერ ნანატრი ოცნებების შეუსრულებლობის წინაპირობა.
„ამიტომაც, მართალია, რომ ყოველ აბიტურიენტს, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, გვაქვს შიშები გამოცდებთან მიმართებაშიც, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ შიშით გამოწვეულ კრიტიკულ სტრესს ხშირად ცუდი შედეგები მოჰყვება, რაც შეიძლება გამოიხატოს დაბნეულობითა და აზროვნების პარალიზებით. შედეგად კი, ისევ და ისევ ცუდ შედეგებს თუ მივიღებთ, მაგრამ ყველანი ვარჩევთ „თეთრსა და შავს“, ამიტომაც უნდა შევძლოთ შიშებისა და წინასწარი ნეგატიური ემოციების მოთოკვა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ მოზღვავებული ემოციები და მოჩვენებითად გადაულახავი სტრესი. აქედან გამომდინარე კი ვასკვნით, რომ უმჯობესია ვიყოთ თავდაჯერებულები და ვეცადოთ, მეტი პოზიტივი შევიტანოთ ჩვენს ყოველდღიურობაში. მართალია, რომ ყოველი ჩვენგანისთვის ამაღელვებელია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ეს მნიშვნელოვანი მომენტი, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვისწავლეთ, ვიშრომეთ 12 წლის განმავლობაში და ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი გადავლახოთ წარმატებულად. ეს შანსი თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოიყენოს!
იყავით მშვიდად და თავდაჯერებულად, მიუხედავად იმისა თუ რაზე ფიქრობთ, რომ ვერ მოასწარით და ვერ შეისწავლეთ ისე, როგორც გინდოდათ, რომ დღეს გცოდნოდათ, რადგან დიდი ალბათობით ეს შიში უსაფუძვლოა და მომავალი კი, გვექნება ნამდვილად ისეთი, როგორზედაც ოდესმე გვიოცნებია. წარმატებას გისურვებთ!”
- „ამ ბოლო გაბრძოლების შემდეგ დავტოვე სკოლა და ქვეყანა“ – კიდევ ერთი მასწავლებლის ისტორია by თავისუფალი ტრიბუნა
- „…სასწავლო პროცესი კარს მომდგარია და დამსაქმებელმა ფაქტობრივად უმუშევარი დამტოვა“ – რა დეტალებს იხსენებს სკოლიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა პედაგოგი by თავისუფალი ტრიბუნა
- „და ჩემი ჯერიც მოვიდა…“ – მასწავლებლი სკოლიდან გათავისუფლების საკუთარ ისტორიას ყვება by თავისუფალი ტრიბუნა