GE

ამერიკელმა პროფესორებმა IBSU-ს ახალ სამაგისტრო პროგრამაზე იმუშავეს

28 თებერვალსა და 3 მარტს, ამერიკის საელჩოს მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში (დასკვნითი ეტაპი), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვივნენ რიშელ როჯერსი, ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის ციფრული მედიის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი და დენის მატსონი, ჩიკაგოს დე პოლის უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

2 დღის მანძილზე გაიმართა სამუშაო შეხვედრები შავი ზღვის უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის ციფრული მედიისა და კომუნიკაციების პროფესურასთან და მოწვეულ პერსონალთან (ხელმ. პროფ. დალი ოსეფაშვილი).

აღსანიშნავია, რომ ახალი პროგრამა მომზადდა ლოიოლას უნივერსიტეტის ციფრული მედიის სამაგისტრო პროგრამის გამოცდილების გაზიარებით, რასაც წინ უძღოდა 2019 წლის აგვისტოში ქართველი პროფესორების – დალი ოსეფაშვილისა და მაგდა მემანიშვილის – ვიზიტი ჩიკაგოში, 2019 წლის დეკემბერში კი, ამერიკელი კოლეგების საპასუხო ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის დროს ამერიკელმა პროფესორებმა სტუდენტებისათვის საჯარო ლექციები წაიკითხეს. რიშელ როჯერსის ლექციის თემა იყო „ციფრული მედიაწიგნიერება“; ხოლო დენის მატსონის – სოციალური სამართლიანობა აშშ-ში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური