GE

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში

დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სწავლის განახლების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ სწავლის განახლების (იგულისხმება საკლასო ოთახში სწავლის განახლევა ავტ.) რეკომენდაცია გაიცემა, თუ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა ჩამოვა.

„თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნება, 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ველით, ამ შეზღუდვებმა, რომლებიც შემოვიტანეთ და აცრების ინტენსიფიკაციამ, სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი. თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა ჩამოვიდა, მაშინ დადგება სწავლის განახლების საკითხი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6 208 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 539 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 12.97%.

ამავე თემაზე:

აუცრელ პედაგოგებს სავალდებულო ტესტრირებაში თანხის გადახდა მოუწევთ

იმისთვის, რომ სკოლა და უნივერსიტეტი იყოს უსაფრთხო, ყველა მასწავლებელი, პროფესორი და სტუდენტი უნდა იყოს აცრილი – პაატა იმნაძე

ჯანდაცვის სამინისტრო სკოლებისთვის რეკომენდაციებს 4 სექტემბრის შემდეგ გაცემს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური