„აქ მიღებული განათლება, მიმზიდველობით, საუნივერსიტეტოს არ ჩამოუვარდება“ – კოლეჯი „განთიადი“ 84%–იანი დასაქმების მაჩვენებლით
გორში მდებარე პროფესიული კოლეჯი „განთიადის“ უპირატესობა პროგრამების მრავალფეროვნება და შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების უზრუნველყოფაა. საგანმანათლებლო დაწესებულება შიდა ქართლში ერთადერთია, სადაც სწავლება სახელმწიფოს სრული დაფინანსებით მიმდინარეობს და სტუდენტების ხარჯები მინუმუმამდეა დაყვანილი. სასწავლებელი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რადგან აქ პროფესიულ განათლებას დაუფლებული პირები დასაქმებისა და თვითდასაქმების მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გამოირჩევიან. მათი ანაზღაურება კი, რიგ შემთხვევაში 2000 ლარს აღწევს. კოლეჯის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ „განთიადში“ მიღებული პროფესიული განათლება დადებითი რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში და მიმზიდველობით ის საუნივერსიტეტო განათლებას არ ჩამოუვარდება. კოლეჯში სწავლის მიზნით საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩადიან.
„განთიადში“, პროფესიული განათლების მისაღებად მოსული სტუდენტების დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალი 84%–ია და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი, რითაც ჩვენი სასწავლებელი გამოირჩევა. ამასთან, კოლეჯი არის მრავალპროფილური და სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს“, – აცხადებენ კოლეჯის ადმინისტრაციაში.
პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის თქმით, „განთიადში“ გადამზადებული კადრები მუშაობენ ხორცპროდუქტების კომპანია „ნიკორაში“, ხილის გადამამუშავებელ საწარმო „კულაში“, „დღის ცენტრში“, რძის გადამამუშავებელ კომპანია „ნებიერაში“ და გორში მდებარე სამკერვალოებში. ლუიზა მღებრიშვილის თქმით, სასწავლებლის სტუდენტებს დასაქმება განსაკუთრებით უადვილდებათ პრაქტიკის პერიოდში.
პროგრამები
კოლეჯში, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზდება, რის გამოც ადმინისტრაცია ყველა მსურველის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. ამჟამად, საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასურველ პროფესიას 210 სტუდენტი ეუფლება. „განთიადში“ ყველაზე მეტი სტუდენტი ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტიდან ჰყავთ, მას მოყვება კასპი და შემდეგ გორი. სასწავლებელში განმარტავენ, რომ სწავლის მსურველთა სიაში არიან ისთებიც, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული.
სასწავლებელი ამ ეტაპზე ახორციელებს დუალურ (მეფუტკრე), საგნობრივ (ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, დურგალი, მასაჟისტი, ოფისის მენეჯერი, ზეინკალ-სანტექნიკოსი), და მოდულურ (სამღებრო სამუშაოების შესრულება, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი) პროგრამებს.
იხილეთ პროფესიული კოლეჯი „განთიადის“ პროფესიული პროგრამები
„განთიადში“, აღნიშნული პროფესიების დაუფლება სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სსსმ და შშმ პირებისთვისაც. სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის კოლეჯში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი სრულყოფილი განათლების მისაღებად. მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ სსსმ და შშმ პირებმა პროფესიული პროგრამჯების გავლა ბარიერების გარეშე შეძლონ. პროფესიულ კოლეჯში ცოდნას ვაჟები და გოგონები ერთობლივად ეუფლებიან.
დასაქმება და პარტნიორები
დურგალი, მასაჟისტი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, შემდუღებელი და ოფისის მენეჯერი-კოლეჯში არსებული პროფესიული პროგრამებიდან ყველაზე მოთხოვნადი ხუთეული ასე გამოიყურება.
სტუდენტებს სასურველი სპეციალობების დაუფლებაში მაღალკვალიფიციური ლექტორ-მასწავლებლები ეხმარებიან. სასწავლებელში სწავლების ხანგრძლივობა კი, საფეხურების მიხედვით, 6–დან 12–თვემდე მერყეობს. სწავლების პროცესი, როგორც თეორიულ, ისე სასწავლო-საწარმოო პრაქტიკულ კურსს მოიცავს. სტუდენტებს პრაქტიკის გავლა კოლეჯში არსებულ სახელოსნოებსა და ლაბორატორიებში, ასევე პარტნიორ კომპანიებში უწევთ. ისინი პრაქტიკის მისაღებად პროფესიების შესაბამისად მათთვის სასურველ დაწესებულებებში ნაწილდებიან.
„განთიადის“ პარტნიორების რიცხვი ყოველწიურად იზრდება. ამჟამად სასწავლებელთან თანამშრომლობით კერძო ორგანიზაციები უფრო აქტიურობენ. სასწავლებელს მემორანდუმები აქვს გაფორმებული ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა ,,კულა“, სამედიცინი ცენტრი „იავნანა“, რძის გადამამუშავებელი ქარხანა ,,ნებიერა“, ,,კეთილდღეობისა, განვითარების დღის ცენტრი“, წყალკანალი“, ,,სურსათის უვნებლობის სააგენტო“, ,,ბერბუკის მეცხოველეობის ფერმა“ და სხვა. გარდა კერძო კომპანიებისა კურსდამთავრებულები ასევე გადამზადებას გადიან საჯარო დაწესებულებებშიც.
კოლეჯიში სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულების 84 პროცენტი საქმდება. ამ პროცესში სასწავლებელი აქტიურ როლს თამაშობს, რადგან სტუდენტებს დასაქმების შანსი იმავე პარტნიორ კომპანიებში ეძლევათ, სადაც ისინი პრაქტიკას გადიან. გორის პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულების ხელფასი 300 დან 2000 ლარამდე მერყეობს. უფრო მაღალია თვითდასაქმებულების შემოსავალი.
„დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ თვითდასაქმებულ ადამიანებსაც ჩავთვლით. ბევრი გვყავს კურსდამთავრებული, რომელმაც საკუთარი საქმიანობა წამოიწყო და ახლა სხვადასხვა პროდუქციასაც აწარმოებს“, – აცხადებს კოლეჯის დირექტორი ანა დათუაშვილი.
იხილეთ პროფესიული კოლეჯი „განთიადის“ პროფესიული პროგრამები
კოლეჯის ერთ-ერთი პარტნიორი კომპანია დედათადა ბავშვთა ცენტრი „იავნანასთან“ არსებული, შიდა ქართლის სარეაბილიტაციო ცენტრი „ნაბიჯებია“. დაწესებულება სასწავლებელთან წლებია თანამშრომლობს და კურსდამთავრებულთა დასაქმებითაც გამოირჩევა. ამ მომენტისთვის კი „ნაბიჯებში“ ორი მასაჟისტია დასაქმებული.
„ვფიქრობ, რომ პროფესიული კოლეჯი „განთიადი“ კარგ საქმე აკეთებს. პროფესიული განათლების მიღება აუცილებელი ყველა ადამიანისთვის. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ კოლეჯთან და სამომავლოდ მათი კურსდამთავრებულების დასაქმებას ისევ ვგეგმავთ“, – აცხადებს ცენტრის განყოფილების გამგე თემურ ჩლაიძე.
„პრაქტიკის პერიოდში, მომავალი დამსაქმებელი საკუთარი თვალით ხედავს, რისი შესაძლებლობები აქვთ ჩვენს სტუდენტებს. ისინი ამ პერიოდის განმავლობაში აკვირდებიან მათ და შემდეგ სამსახურს სთავაზობენ“, – ამბობს კოლეჯის წარმომადგენელი.
კოლეჯის ისტორია:
პროფესიული კოლეჯი „განთიადი“ 2012 წლის 24 აგვისტოს პროფესიული კოლეჯი „ორიენტის“ და პროფესიული კოლეჯი „განთიადის “ რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნდა. ის ორიენტირებილია რეგიონის, შრომის ბაზრისა და მოსახლეობის მოთხოვნებზე, რაც კოლეჯის ადმინისტრაციის თქმით, ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებას, ახლო კონტაქტების დამყარებას დამსაქმებლებთან და ახალი სპეციალობების გახსნას.
პროფესიული განათლების მნიშვნელობა:
„იმის მიუხედავად, რომ საქართველოში დასაქმების პრობლემა ამ დრომდე მწვავედ დგას, ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი ყოველწლიურად იზდება. ეს გვაძლევს უფრო მეტ მოტივაციას, რომ სამომავლოდ პროფესიული მიმართულებები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. მე ვფიქრობ, რომ პროფესიული განათლების მიღება ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უფრო დამაჯერებლები და მიზანდასახულები ხდებიან“, – ამბობს კოლეჯის დირექტორი ანა დათუაშვილი.
იხილეთ პროფესიული კოლეჯი „განთიადის“ პროფესიული პროგრამები