GE

„დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – კოლეჯი „განთიადი“

16 ოქტომბერს საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-ის ახალი პროექტის პრეზენტაციას ქალაქ გორში მდებარე საზოგადოებრივმა კოლეჯმა ,,განთიადმა“ უმასპინძლა.

პრეზენტაციის თემა იყო EDU.ARIS.GE-სა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად პროფესიული კოლეჯის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის შეიქმნა ახალი საკომუნიკაციო პლათფორმა „დაჩექინება“. აღნიშნული პლათფორმის საშუალებით სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ გაერთიანდნენ პროფესიული ნიშნით, კომუნიკაცია დაამყარონ როგორც ერთმანეთში, ისე პოტენციურ დამსაქმებლებთან და მათთვის საკუთარი CV ატვირთონ. ასევე ამ აქტივობით სტუდენტები ხელს შეუწყობენ პროფესიული განათლებისა და თავად კოლეჯის პოპულარიზაციასაც.

პრეზენტაციას „განთიადის“ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები დაესწრნენ. ისინი დეტალურად გაეცნენ პროექტის ფარგლებში შექმნილ ახალ გვერდს (https://edu.aris.ge/tvet/) და მათი ნაწილი პრეზენტაციის მსვლელობის დროსვე დაჩექინდა აღნიშნულ გვერდზე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლას, ამჟამად კოლეჯს მიღება 16 პროგრამაზე აქვს გამოცხადებული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური