GE

„არსებულ ვითარებაში პედაგოგებისა და სკოლის პერსონალის აცრა არ იქნება საკმარისი“ – მაია ჩხაიძე

ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინი დირექტორ მაია ჩხაიძის განცხადებით არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში სკოლების გახსნას მხარს არ დაუჭერდა.

ამის შესახებ განცხადება მაია ჩხაიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, 6 აგვისტოს გააკეთა.

„ჩემი აზრით, თუ ასე გაგრძელდა, როგორიცაა დღეში 3000-დან 4000-მდე შემთხვევა, საშუალო18-20 პროცენტი აქედან ბავშვებია, მე სკოლების გახსნას წინააღმდეგობას გავუწევდი, იმიტომ რომ ეს კიდევ მეტ შემთხვევას გამოიწვევს ბავშვთა კონტინგენტში. პედაგოგების აცრა რასაკვირველია დადებით გავლენას მოახდენს, მაგრამ მარტო პედაგოგების და სკოლის პერსონალის აცრა არ იქნება საკმარისი, თუ ამ ბავშვების ოჯახის წევრები არ იქნებიან სრულად ვაქცინირებული. ბავშვებს აქვთ კონტაქტები ოჯახში, აქედან გამომდინარე, მათ შეიძლება ოჯახიდან მიიტანონ ინფექცია“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მისივე თქმით, იმის იუხედავად, რომ პირბადის ტარების ზღვარმა ასაკობრივ კატეგორიაში ორ წლამდე დაიწია, ბავშვების მიერ პირბადის სწორად ტარების გაკონტროლება შეუძლებელია, რაც ასევე შეიძლება გახდეს ვირუსის გავრცელების მიზეზი.

სკოლის პედაგოგებსა და პროფესორ-მასწავლებლებს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრისთვის წინასწარი ჯავშანი აღარ დასჭირდებათ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური